Saturday, December 21, 2013

მეცხრე დღე

ტრენინგის მეცხრე დღეს გავაკეთეთ მთელი ტრენინგის შეჯამება და წარმოვადგინეთ
ჩვენი პროექტების  პრეზენტაციები. მინდა აღვნიშნო,რომ ტრენინგი იყო საინტერესო და მრავლისმომცემი, შევიძინე საჭირო გამოცდილება, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ  ჩემს პრაქტიკაში. 

Sunday, December 15, 2013

მეექვსე დღე

მეექვსე დღეს ვისაუბრეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის ნიმუშის შექმნაზე და
შევადგინე შეფასების ცხრილების ფორმები, რომელშიც გათვალისწინებულია თავად მოსწავლეების მონაწილეობაც. 

მეშვიდე და მერვე დღე

მეშვიდე დღეს გავაკეთე ბუკლეტი, ტრენინგზე ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე და შევადგინეთ და შევიტანეთ პროექტის გეგმაში სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეებზე გათვლილი დავალებების ნიმუშები.
მერვე დღეს დავასრულე ჩემი პორტფოლიო და ბოლოს ვისწავლეთ პროექტის გეგმის დაკავშირება ჩვენს ბლოგთან.

Thursday, December 12, 2013

მეხუთე დღე

ჩვენი ტრენინგის მეხუთე  დღეს ვისაუბრეთ შეფასების დროის ჩარჩოზე,თუ როგორ უნდა შევადგინოთ შეფასების რუბრიკები და რა ფორმით უნდა მოვახდინოთ მათი ჩართვა პროექტის გეგმაში

Saturday, December 7, 2013

https://drive.google.com/file/d/0B0WkmxspBSVkT2Z0amhFVG5ocW8/edit?usp=sharing

Monday, December 2, 2013

მესამე დღე

ჩემი პროექტისთვის ,,ვისწავლოთ და დავეხმაროთ სწავლაში"  შევარჩიე მიმართულების მიმცემი კითხვები: ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი. 

მეოთხე დღე

დღეს ჩვენ ვისწავლეთ პრეზენტაციის მომზადება: სურათების ჩასმა, სლაიდების დალაგება შინაარსის მიხედვით, ვიუერიდან განვიხილეთ მოსწავლის საჭიროებების დადგენა, ვნახეთ და განვიხილეთ  უკვე მომზადებული პტეზენტაციების ნიმუშები.